მინისტრი ამბობს, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 100-200 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები აშენდება.
კახა კალაძის განცხადებით, გაურკვეველია ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული იმ მემორანდუმების შინაარსი, რომელზეც წინა ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა.
“გვახსოვს სააკაშვილის საუბარი იმის თაობაზე, რომ ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით 45 მემორანდუმზე მოაწერეს ხელი. ხელი მართლაც არის მოწერილი, მაგრამ სრულიად გაურკვეველია ის მემორანდუმები, რომლის შესწავლაც ახლა მიმდინარეობს,” – ამბობს კახა კალაძე.