“გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2012 წლის ოქტომბერში, ს.ს. “ლიბერთი ბანკის“ გლდანის მე–4 სერვის–ცენტრის მენეჯერად მუშაობის პერიოდში, ჩატარებული ფინანსური მაქინაციების შედეგად, მიითვისა და თაღლითურად დაეუფლა ს.ს „ლიბერთი ბანკის“ კუთვნილ 20 720 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე–3 განყოფილება იძებს.” _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.