როდის იქნება ცნობილი საბოლოო შედეგი, ამის დაკონკრეტება ფინანსთა მინისტრს უჭირს, მაგრამ აღნიშნავს, რომ პროცესი 2013 წლის ბოლომდე დასრულდება. “ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ საარსებო მინიმუმი გადავთვალოთ. ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. სერიოზული სამუშაოებია შესასრულებელი, მათ შორის კვლევები უნდა ჩატარდეს და ა.შ. გადათვლის პროცესი 2013 წლის ბოლომდე დასრულდება,” – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.