აღსანიშნავია, რომ აქციაზე მიპატიჟებული იყვნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, თითქმის ყველა, გარდა “გურია ნიუსისა”. მას შემდეგ რაც “გურია ნიუსის” კორესპოდენტმა გიორგი გირკელიძემ შემთხვევით გადაიღო ფოტო პოლიციის წინ, როგორ დებდნენ პოლიციის მანქანაში შავ ყუთებს, ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ჩვენ კოლეგებისგან შევიტყვეთ.
“გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო ზაზა, როგორც გავიგეთ თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით დღეს მოეწყო აქცია, სადაც მედია საშუალებები იყო მოწვეული უშუალოდ თქვენი დავალებით… გვაინტერესებს, “გურია ნიუსს” რატომ არ შეატყობინეთ ამ აქციის შესახებ?
_ არაფერი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ისინი თავად იყვნენ დაინტერესებულნი.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ უშუალოდ თქვენი დავალებით დაუკავშირდნენ…
_ აი, არაფერი არ ვიცი, რა. ვინც მათ დაუკავშირდა, აუცილებლად გავაფრთხილებ, რომ ამის შემდეგ თუ რაიმე აქციას მოვაწყობთ, აუცილებლად გაგაფრთხილებლად, _ გვითხრა პეტრიაშვილმა.