_ საკითხი განსახილველად კვლავ დაუბრუნდეს სამეურვეო საბჭოს, რადგანაც სახეზეა ერთი სხდომის ორი ოქმი, რომელთაგანც ერთზე ოთხი წევრი აწერს ხელს და მეორეზე _ ხუთი, _ განაცხადა მარინა კიკნაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნათელა თოხაძეს ასევე აუნაზღაურდება ხელფასი. თავად ნათელა თოხაძე გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ჩვენთან საუბრის დროს ამბობს:
_ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს დადგინდებოდა ის პირები, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს და ფაქტობრივად, ზეწოლა განახორციელეს სამეურვეო საბჭოზე.
ასევე მინდა მადლობა ვუთხრა “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელიც პირველად შედგა და ოთხი ადამიანი აწერდა ხელს, _ გვითხრა ნათელა თოხაძემ.
ნათელა თოხაძის საქმეს „გურია ნიუსი“ აქტიურად აშუქებდა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ოქმიც ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და სხდომის ამსახველი ვიდეო კადრებიც.
ნათელა თოხაძე აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.