ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი კომპანიის ხელმღვანელმა ნინო გორგაძემ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართა. კომპანია ქართული ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს.
გორგაძის განცხადებით, ახალი მიდგომით, ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი მოწოდებული პროდუქციის ხარისხი იქნება. გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა სპეციალური კომისიის მიერ, წინასწარ გაწერილი წესის შესაბამისად მოხდება. კომისიაში შედიან „ქართული კვების კომპანიის“ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. დოკუმენტების მიღების და შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელდება.
_ „იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადახვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“ – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
საჯარო შესყიდვა დაყოფილია მაქსიმალურად დივერსიფიცირებული პროდუქტული და რეგიონული ნიშნით, რომელიც მცირე და საშუალო სიდიდის ადგილობრივ კომპანიებს, ეროვნული პროდუქციის მწარმოებლებს, საშუალებას მისცემს ჯარის მომარაგებაში მიიღონ მონაწილეობა.
ნინო გორგაძის განცხადებით, კომპანია მომსახურების ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას მოელის.