ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან, მთავრობის სხდომის დაწყების წინ ქონებრივი დეკლარაციის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
_ „ჩემს პროფესიასთან შედარებით, მგონი, ძალიან მდიდარი ვარ. ამ პროფესიის ადამიანებს იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც მე გამაჩნია. ჩემი აზრით, ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა. ფილოსოფია რომ გაქვს დამთავრებული და შემოსავალი 60 ათასია, მგონი, ძალიან კარგია. მომწონს რამდენიც მქონდა. ახლა იმდენი აღარ არის, მაგრამ…“ – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.