_ „ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში უმრავლესობა აქვს და “ქართული ოცნება” არის საქართველოს მთავრობა. ამ მთავრობას, ამ უმრავლესობას, ნებისმიერი ტესტის გაძლება შეუძლია. როცა არ უნდა იყოს არჩევნები, ამ არჩევნებს “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მოიგებს,“ – ამბობს მაია ფანჯიკიძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, მთავრობა ექვსის ნაცვლად, სამ თვეში დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოქმედმა მთავრობამ ჩაატაროს.