მედიამ მას ბიძინა ივანიშვილის ახალ ინიციატივაზე კომენტარის გაკეთება თხოვა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს.
“რასაც სააკაშვილი ბოლო დღეების, ბოლო კვირეების განმავლობაშ აკეთებს, ჩანს, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უმცირესობა ნამდვილად აგონიაშია. იმის საფრთხეს, რომ თითქოს სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა მთავრობა, პარლამენტი დაითხოვოს, ნამდვილად ვერ ვხედავ. დღეს მე სააკაშვილს გაკოტრებულ პოლიტიკოსს ვუწოდებ,” – განაცხადა კახა კალაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, მთავრობა ექვსის ნაცვლად, სამ თვეში დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოქმედმა მთავრობამ ჩაატაროს.