_ დაკითხვები ეხებოდა პრივატიზაციას და სიმბოლურ ფასად გაყიდულ ქონებებს. მაგრამ, ასეთი ქმედებებით არ უნდა დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი და ინვესტორები არ უნდა დავფრთხოთ” _ განაცხადა ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძეს გარეთ ელოდებოდა ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები.” მათთან ერთად აჭარის ყოფილი ლიდერის გამოსვლას ახალგაზრდების საინიატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც ელოდებოდნენ, რომლებიც ვარშალომიძეს შეძახილებით _ “სირცხვილი”, “მოღალატე” და “აჭარა გაყიდე” დახვდნენ.
აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა ახალგაზრდების შეძახილმა ვარშალომიძის კომენტარი გადაფარა. ვარშალომიძის შენობაში შესვლის შემდეგ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნოდარ დუმბაძესა და მერაბ ღოღობერიძეს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც მეორე ჩხუბიც მოჰყვა.