იმის გასარკვევად, რატომ იზიარებს უმცირესობის წარმომადგენელი უმრავლესობის მოსაზრებას ამ შემთხვევაში, ვცდილობდით დეპუტატს დავკავშირებოდით, მაგრამ მისაბიშვილს ტელეფონი გუშინდელი საღამოს შემდეგ გამორთული აქვს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, ვეტოს დაძლევამდე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “ამნისტიის კანონის” ვარიანტიც განიხილეს, რომელსაც მხარი მხოლოდ 33 დეპუტატმა დაუჭირა. “ამნისტიის კანონს” კი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.