თურქეთის წარმომადგენლის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის მშობლიური ქალაქი მირი მათ სამშობლოშია, ამიტომაც ვატიკანმა წმინდანის ნაწილები უკან უნდა დააბრუნოს.
წმინდანის ნაწილები ძველი ბიზანტიიდან ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში რომის პაპის წარგზავნილებმა აპენინებზე გადაიტანეს და დღემდე ქალაქ ბარში ინახება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი წმინდა ნიკოლოზის ნაწილები მტრის შემოსევებისა და საფლავების ძარცვის დროს დაიკარგა. წმინდა ნაწილები იტალიაში ტურისტების მუდმივი მომლოცველობის ობიექტია, რის გამოც სავარაუდოდ, თურქებიც დაინტერესდნენ.
წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანულ სამყაროში მთავარი დღესასაწაულის – შობის სიმბოლიკის ფუძემდებელი გახდა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი ღარიბთა სახლების საკვამურებში მონეტებს აგდებდა რითაც მათ ეხმარებოდა.