როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, შსს-ს ყოფილი მინისტრის მეუღლეს 2005 წლის 2 იანვარს რესტორან “ძველ სახლში” მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკითხავენ. მერაბიშვილის მეუღლეს სუფრაზე შეურაცხყოფა მიაყენეს. დათა ახალაიამ და სოსო თუფურიძემ მინისტრის მეუღლის ღირსების დასაცავად მოდულის შენობაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დაიბარეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შეცდომა მოუვიდათ და სულ სხვა პოლიციელი ცემეს. ამის შემდეგ მათ მინისტრის ცოლის ნამდვილ შეურაცხმყოფელსაც მიაგნეს და სასტიკად აწამეს. პროკურატურაში სწორედ ამ პოლიციელებმა იჩივლეს მომხდარიდან 7 წლის შემდეგ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved