“ამას გარდა, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას რომ ნოემბერ – დეკემბერში რეგიონში რეგისტრირებული ყაჩაღობის 10 ფაქტიდან 6 გახსნილია. ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ ასევე გახსნილია სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მომხდარი დანაშაულებიც.
რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას , 2003 – 2012 წლების განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში ყაჩაღობის 471 ფაქტი იყო დაფიქსირებული აქედან გახსნილი საქმეების რაოდენობა 251 – ს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება, არამხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბოლო თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შსს-ს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეასაბამისი კადრები დაინიშნა გაზრდილია დანაშაულის გახსნის ოპერატიულობის დონეც.” _ ნათქვამია განცხადებაში.