მათ შორის არიან ქართველი კრიმინალებიც, რომლებსაც პასუხისგება ათეულობით დანაშაულისთვის, მათ შორის, საქართველოში ბიზნესმენის გატაცების მცდელობისათვის მოუწევთ, _ იტყობინება ესპანურენოვანი ინტერნეტგამომცემლობა www.elmundo.es.
გამოცემის ცნობით, საქმეში ფიგურირებს გამოძალვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა, იარაღის უკანონო შენახვა, დოკუმენტების გაყალბება და სხვა დანაშაულობები. დაკავებულთა შორის არის კანონიერი ქურდებიც, რომელთა ვინაობას გამოცემა ამ ეტაპზე არ ასახელებს.
დაჯგუფების დასაკავებლად ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. თუმცა, ოპერაციის დეტალები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. საქმეში ფიგურირებს ისეთი ბრალდებაც, რომლებიც პროსტიტუციასა და ადამიანებით ვაჭრობას ეხება. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ესპანეთში ხუთი ათას ევროდ ბავშვიც შეიძინა, რომლის გაყიდვას შემდგომში ორგანოების გადასანერგად აპირებდნენ. ამ დროისათვის ამ საქმის ირგვლივაც მიმდინარეობს გამოძიება.
პროკურორის საბრალდებო დასკვნის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 14 მამაკაცი და 4 ქალია და მათი წევრები ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეები _ რუსები, ქართველები, ოსები და სომხები არიან.