შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.
შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მოკითხვა გადასცა. მანვე, იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გაჩნდა ახალი პერსპექტივები ყველა არსებული პრობლემისა, თუ საკითხების გადასაჭრელად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა.
ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე თბილისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის აღსაყდრების 35-ე და დაბადების მე-80 წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია.