ოზურგეთში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 21623 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21454 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 73 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან კოვიდკლინიკაში 29, ბინაზე კი 44 პაციენტი მკურნალობს.