ბანკის ღია კართან კი მოქალაქე იდგა, რომელიც დაბნეული სახით უყვებოდა სამართალდამცველებს თავს გადამხდარ ისტორიას. ამბის მოკითხვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მოქალაქე ბანკის ფილიალში შესულა თანხის გადასახდელად ისე, რომ არც კი გახსენებია, დღეს დასვენების დღე რომ იყო. მოიარა მთელი ბანკი და ბოლოს აღმოაჩინა, რომ იქ არავინ იყო. მეტი დამაჯერებლობისთვის, მას სველი წერტილებიც მოუვლია და იქაც რომ ვერავინ აღმოაჩინა, სასწრაფოდ პატრულს გამოუძახა.
საპატრულო პოლიციის განცხადებით, დათვალიერების შედეგად, დაზიანებული და გატეხილი არაფერი აღმოჩნდა. ამიტომ, ისინი “პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. ხელმძღვანელობის მოსვლამდე კი საპატრულო პოლიციამ სერვისცენტრს ყვითელი ლენტი შემოავლო და კარღია შენობას მეპატრონის მოსვლამდე იცავდა.