https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე _ ‘ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი”

5:01; 7.01.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

20 საუკუნის წინ აღმოცენებული ბეთლემის ვარსკვლავი, დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთივგანხორციელებისა, სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩაწვდება ადამიანური გონება, საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც, თითქმის არ არის არცერთი ქვეყანა, არცერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს. უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს მაინც, რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა, რა საჭირო იყო ეს, რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე? ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობის და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი , რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს: ,,ადამი შემოქმედად, ხატად და მსგავსად თვისად შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განდეგილად დადგენილი ადამიანი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. ამასთან ერთად, დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა, ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით გამსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირსიპირებამ შეცვალა, ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ მთელი ბუნების არსებობის წესში, ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს – ბრძოლა არსებობისთვის, ასე, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა, ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმნიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო. ამ მადლს მოკლებულნი მოაკლდნენ სწორ აზროვნებასაც და ქმედებასაც, ცოდვას ცოდვა მიუმატეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.

ამ რეალობის შექმნის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა, ასეთი კი ამქვეყნად არ მოიპოვებოდა, რადგან პირვანდელი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კი ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა. ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში იშვა, იქ ბაგაში, სიცივესა და სიმწარეში დაიბადა ახალი ადამი – იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შეადარო ამ დღის სიდიადეს? როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება? პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით, ,,ბეჭედი მონიჭებულ არს, სულის მიერ წმინდისა, ამინ! _ ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განცხრომისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამ მიუწვდომელი წყალობის გამო, გაოცებული წმინდა მამები საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად კითხულობდნენ: ,,რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ზეკაცისაებრ, რამეთუ მოხედავ მასკკ.

ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება. ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება, ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა. პავლე მოციქული ამბობს: ,,როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორ ყრმა, ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროიდნდელს. ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა, ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა, უპირველეს ყოვლისა შემოქმედის, უფლის, სამშობლოსა და მოყვასის წინაშე, პასუხისმგებლობა როგორც ცოცხლების ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას, ამიტომაც იყო ჩვენ ერი ძლიერი, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა რწმენისა და მამულის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა, საერთოდ კი ოჯახში სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა, მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ, ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს, გლეხები ქმნიდნენ დოვლათს, ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ერს. რომელიმე ამათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო, თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს ზოგჯერ სიცოცხლის განწირვას მოითხოვდა, ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგალითად წმინდა დემეტრე მეფე, წმინდა ევდემონ კათალიკოსი. ზოგჯერ კი მთელი ერის, ასი ათასი მოწამის თავისუფლება და პასუხისმგებლბა ურთიერთდაკავშირებული მცნებებია. ვინც თავისუფლებას ჰკარგავს მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის გრძნობაც უქვეითდება.

გავიხსენოთ რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში. მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა. ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი კარდინალურად შეცვლა, საერო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა, სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად, მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოზე და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.

დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით ,,ბედნიერი ერიკკ, ნათლად დაგვანახა.

ერის უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს, წმინდა ილია მართლის გზის ნაცვლად უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია არჩია, შემდეგ კი, კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.

უფალი მართლია სამართლინია, მაგრამ ამავე დროს მოწყალე, ის არა მარტო მოგვაგებს ცოდვათა ჩვენთათვის, არამედ გვრწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევა შეგვიძლია. ამიტომაც, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალ ჭირგამოვლილი წმინდა იოანე ოქროპირის მსგავსად, მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყელაფრისთვის და თუ გვსურს მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ, ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით.

საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის. სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენთაგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი და ამიტომაც, ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და ,,მეკკ-ს პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.

ჩვენი სულიერი სისუტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტიურად მიწიერი გრძობებით ვეგებებით, და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა არა გვაქვს, რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს და უბრალო ხალხი ყურადღების მიღმა გვრჩება, ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს, რომ ცოდვა აღარ გვაშფოთებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ, და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეს. ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენ ისტორიას, არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრი კარგად გავაცნობიეროთ. არა ერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო და მასთან შეჭიდება გონიერმა მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ, უნდა შევძლოთ ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ უფრო მობილიზებულნი, სულიერად უფრო მტკიცენი და უფრო ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან, და ცდილობს ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდო კულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხშებს გრძნობებს და ფიტავს შინაგან სამყაროს, შეიყვარეთ წიგნი ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ერთგული მეციხოვნენი გავხდეთ.

დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდილენი განდევნილ იქნენ ღვთის სასუფევლიდან. ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთან წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან, ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ისეთი პიროვნება უნდა იყოს, თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ეს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია. საერთოდ ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, იგი გამორჩეული ინტსტიტუციაა იმითაც, რომ ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს, და აქვს რა უწვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ, გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია მე-20 საუკუნის წინ ქადაგებდა, მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალს თანასწორობისკენ.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალი, ხოლო ეკლესიის წევრები მის თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული, თითეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთ უმთავრესი საიდუმლო სინანსულისა, მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული, სრული თავისუფლებით მოქმედი და ამავე დროს ჭეშმარიტი სინანულით გამსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფიერ სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს. შემდეგ კი უკვე იგი თვითონვე ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის. ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: ,,მოიკვეთე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული, უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად, ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.

შორეული ქვეყნიდან ახალშობილი იესო ქრისტეს თაყვანისცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენელნი, მაშ წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასთან მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მას აქვს მხოლოდ, ნათელი ქირსტესი განგვანათლებს ყოველგან.

ჩემო სულიერი შვილებო, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო – ყველას გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა, რათა იხაროთ ორთავ სოფელსა შინა, ამინ!”

ილია მეორე,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა, თბილის 2013 წელი.

 

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29 დეკემბერი, 2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29 დეკემბერი, 2025

ლადო ბედუკაძე: " ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ"

მშობიარობა უფასო 1 ივლისიდან გახდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო