მკვლელობა კვირას ქალაქ ფლორენციაში მოხდა, სადაც ნათია თათარაშვილი 90 წლის კლეოპი ნიცის მომვლელად მუშაობდა. მოხუცი შეზღუდული შესაძლებლობების იყო და ეტლს იყო მიჯაჭვული. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მკვლელობის მოტივი ფსიქიური აშლილობაა, რადგანაც ახლაგაზრდა გოგონა საკუთარი სამუშაოთი უკმაყოფილო იყო და ამის გამო ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა.
მკვლელობა სამზარეულო დანით განხორციელდა, რომლითაც გოგონამ მოხუცს ყელი გამოჭრა. იმისათვის კი რომ ვინმეს მსხვერპლის ხმა არ გაეგო ხმამაღალი მუსიკა ჩართო. ფლორენციული გაზეთების ცნობით, გოგონას სახეზე და ხელებზე ნაკაწრები აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ მსხვერპლი წინააღმდეგობას სწევდა.
ინტერნეტ პორტალ www.toscanatv.com -ის ცნობით, რომელიც ნათია თათარაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვის დეტალებს ავრცელებს, ახალგაზრდა გოგონამ მომვლელად მუაშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დეკემბრის თვეში თვითმკვლელობა სცადა, რისთვისაც მდინარე ბიზენციოში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს. თუმცა, თვითმკვლელობის მცდელობა მანამდეც ჰქონდა, ვენები გადაიხსნა.
თათარაშვილს ამ დროისათვის სახაზინო ადვოკატი იცავს. უახლოეს ხანებში კი მის ფსიქიურ მდგომარეობას სასამართლო-სამედიცინო კომისია შეისწავლის.
მასალა მომზადებულია იტალიური მედიის ინფორმაციების მიხედვით.