სამართალდამცველებმა, ქ. ახალციხეში, ზედგენიძის ქუჩაზე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსო-ნაგებობის ჩხრეკის შედეგად 1კგ 495გრ ნარკოტიკული ნივთიერება, გამომშრალი „მარიხუანა” და 3 ცალი გამოსაყენებლად ვარგისი “KD” ტიპის კაფსულ დეტონატორი ამოიღეს.
ექსპერტის დასკვნით, გრიგორ ა. დაკავების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ასევე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.