ადვოკატმა პრესკონფერენცია პრაიმ-თაიმის პრესკლუბში გამართა.
ადვოკატის თქმით, მას ადეიშვილთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია და ის მხოლოდ მამასთან ურთიერთობს. მისი ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია თვით მისი ოჯახისთვისაც.
“2 დღე ორტომიანი საქმის განხილვისთვის საკმარისი არ არის. თუმცა რაც ვნახეთ, ძირითადად მოწმეთა ჩვენებებია, რომლებსაც საერთოდ არ აქვს კავშირი ამ საქმესთან.
ეს ის ხარვეზია, რაც სისხლის სამართლის საქმეებს ყოველთვის ახლდა, ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
გოჩა სვანიძე ოჯახთან შეთანხმებით აპირებს საქმის საჯარო განხილვა მოითხოვოს, რაც პროცესის ვიდეო ჩაწერას გულისხმობს..
ადვოკატის განცხადებით, დღეისთვის წაყენებულ ბრალდებებში ზურაბ ადეიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს,.
ადვოკატი თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებისაგან,თუმცა არ გამორიცხავს რომ ადეიშვილი დაცვას წაყენებული ბრალდებების გასაბათილებლად კონკრეტულ დოკუმენტაციას ან სხვაგვარ მტკიცებულებას მიაწვდის.