სადაც ხმაურის ფონზე დაამტკიცეს კომისიის მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი გოჩა ჭანტურია.
საკრებულოს არც ერთ წევრს აზრადაც არ მოსვლია, რატომ გახდა საჭირო დილის 8 საათზე სხდომის გამართვა, საკრებულოს თავმჯდომარეს არც უკითხავს, იყო თუ არა ვინმე წინააღმდეგი ან თავი ვინ შეიკავა, ისე მიიღო დადგენილება და იქ მყოფთ მოუწოდა, ჭანტურიასთვის გამგებლად დანიშვნა მიელოცათ.
შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით თოფურიამ ჟურნალისტებს განუცხადა: “ბატონი გოჩა არის ახალი მთავრობის წარმომადგენელი და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი. ჩვენც, “ქართული ოცნების” აზრის გამზიარებლები, ახალ გამგებელთან ერთად, ახალ საქმეებს გავაკეთებთ და დავუმტკიცებთ მომიტინგეებს, რომ ისინი ძალიან ცდებიან”.
ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ახალდანიშნულმა გოჩა ჭანტურიამაც გააკეთა: “მადლობას ვუხდი ყველას დიდი მხარადაჭერისთვის. მე, როგორც “ქართული ოცნების” წევრი და ახალი მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატი, ჩვენი რაიონისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”.
ჟურნალისტების კითხვას, კონკრეტულად ვინ უჭერს მას მხარს “ქართული ოცნებიდან”, ჭანტურიამ გაურკვეველი პასუხი გასცა: “ქართული ოცნება” და ახალი მთავრობა!”
ამ სიტყვების შემდეგ ჭანტურია საკუთარ კაბინეტში შევიდა და მილოცვებს იღებდა.
გოჩა ჭანტურიას “ქართული ოცნების” წევრობის შესახებ აბაშელებმა აქამდე არაფერი იცოდნენ და ამ პოსტზე დანიშვნისას, მას მხარს აბაშის ნაციონალური მოძრაობის მომხრეები უჭერდნენ.
ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი დარღვევით ჩატარებულმა საკრებულოს სხდომამ გამგებელი დაამტკიცა. მოშიმშილეებს კი მოქალაქეები ისევ უერთდებიან და როგორც ისინი ამბობენ, აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.