9 იანვარს გამოქვეყნებულ ბლოგში ავტორი ირწმუნება, რომ “გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სტატუსის მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჩასჩურჩულა”.
”აშშ–ის საელჩოს სურს, ყურადღება გაამახვილოს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ბლოგზე, რომელშიც საუბარია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის რეზოლუციის განხილვისას საქართველოს მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესახებ. აღნიშნულ ბლოგს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ბატონმა გაბრიელ მირილაშვილმა, რომელიც მოხსენიებული იყო სტატიის წყაროდ, კატეგორიულად უარყვეს სტატიაში მოყვანილი ფაქტი. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის რეზოლუციასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. საელჩოს შესაბამისი ინფორმაცია გავრცელებული აქვს დიპლომატიური არხებით.”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.