ირაკლი ალასანიას განმარტებით, მომზადდება საკანონმდებლო ბაზა, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ვეტერანთა დაცვა და როგორ უნდა მოწესრიგდეს სტრუქტურულად კანონმდებლობა, რომელიც ვეტერანთა უფლებებს გარანტირებულად დაიცავს.სამთავრობო კომისიას ჯანდაცვის და სოციალური დახმარების საკითხთა მინისტრი დავით სერგენკოუხელმძღვანელებს.
“კომისიაში მოადგილეების დონეზე შევა ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენელი და უახლოეს პერიოდში გახდება ნათელი, რამდენად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ვეტერანების, ომში დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მოსავლელად, მათთვის იმ გარანტიების მისაცემად, რაც აუცილებელია ღირსეულ, თავმოყვარე ქვეყანას ჰქონდეს. ქვეყანა ფასდება იმით, როგორ უვლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, ვეტერანებზე ზრუნვა წელს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მათი დახმარების პროგრამა კი გულისხმობს როგორც ფინანსურ შემწეობას, ასევე პენსიების ოდენობის განსაზღვრას და ამ მიმართულებით სპეციალური საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებას.