ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ილია ვაშაყმაძე ამ ნაბიჯს იმის გამო დგამს, რომ მასზე სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ზეწოლა ხორცილდება. იმ შემთხვევაში, თუ ის არ დატოვებს „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“ პოსტს, შეიძლება მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის დასაზუსტებლად ილია ვაშაყმაძეს დაუკავშირდა.
_ მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“ პოსტს, თუმცა პარტიაში ვრჩები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
_ ბატონო ილო, თუ შეიძლება გვითხრათ, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?
_ შეიძლება თბილისში გადავიდე საცხოვრებლად.
_ ბატონო ილო, ჩვენი ინფორმაციით, თქვენზე სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ზეწოლა ხორციელდება…
_ მე არავის და არაფრის არ მეშინია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წამოვედი სუფთა ხელებით სამსახურიდან და ყველაფერი კანონიერად მაქვს გაკეთებული და განხორციელებული.
_ როგორც ვიცით, პოლიციაში თქვენი დაკითხვები გრძელდება , საქმე დახურული არ არის…
_ საქმე დახურულია თუ არა ამაზე სამართალდამცავებს ჰკითხეთ, არ ვიცი, -გვითხრა ყოფილმა გამგებელმა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ილია ვაშაყმაძის ადგილს მისი ყოფილი მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი დაიკავებს.