https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წინასწარმეტყველი” კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

4:03; 14.03.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სტუმრობის მიზანი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი _ ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდა.

მინისტრმა ჯერ ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნა და ქრისტეფორე კოლუმბიდან დაიწყო _ სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო (?!) ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენს მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთო! მოკლედ, ირიბად მიგვანიშნა, კითხვების დასმისთვის თავი არ შეიწუხოთო.

მერე კი, დაიწყო და რა დაიწყო _ ღარიბისა და ქილა ერბოს თანამედროვე კონტექსტი ეპიგრამად წაუმძღვარა საკუთარ გამოსვლას და ისე, როგორც ზღაპარში, უკვე დახნულ-დათესილ-დაფარცხულ-აჯეჯილებულ ყანებში მოწეული მოსავლის გასაღებაში, გურულებს გულითადი დახმარება აღუთქვა: _ ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ, გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთო?! ახლა, არ იფიქროთ, ყველა თესავს, მოსავალიც ბევრი მოვა და იაფი იქნებაო. არ იქნება იაფი! _ განაგრძო წინასწარმეტყველება მინისტრმა კვეზერელმა, რომელსაც კვერს გუბერნატორი ჩიტაიშვილი მომეტებული სიხშირით უკრავდა.

შეხვედრაზე არავის უთქვამს, ჩვენ კი გვინდა გავაფრთხილოთ გლეხები, რომ ამ სიმინდის ჩალა საქონლის გამოსაკვებად უვარგისია.

მინისტრ კვეზერელის გამოჩენამდე, ოზურგეთის ცენტრში, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაქტორი გამოჩნდა. პაპუასებივით არა, მაგრამ ილიკო-ილარიონისეული ცნობისმოყვარეობითა და საკმაო სარკასტული ქირდვით, გურულები გარს შემოეხვივნენ “რკინის ხარს”.

_ რამდენი ეღირება, აგი, ძამა?

_ ასე, 25-55 ათას ევრომდე,

_ შენ, ახლა, ისე ამბობ, ხომ? რამდენი წლის იქნება ის ახალგაზრდაო, კაცს რომ ჰკითხეს და, ასე 10-25 წლისო, რომ უპასუხა.

_ გლეხს რომ თოხს და ბარს დაავიწყებ, ისედაც დავიწყებული აქვს და ამ ტრაქტორს მიუყვან, დეიქცევა ეს ისედაც დაქცეული ქვეყანა, აბა, რა იქნება?”

_ ახლა მოვა მინისტრი, სქესის მიხედვით, დედალ-მამალს რომ ეძახის ძროხებს და თან ორივეს წველის. ჟურნალისტებო, თქვენ რას იწერთ? ახლა არ ჩაწეროთ ეს, თორემ თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც.

_ დავჯდები ახლა ამ ტრაქტორზე და რად მინდა გამგებლობა? მთავარია, ვიმღერო _ ახ, ტრაქტორო, მე შენს გამჩენს…

_ აი ტრაქტორი, თურმე, კიდევაც ხნავს, კიდევაც თესავს, ყვითელი ჭადსაც აცხობს კეცზე და კარაქსაც უცხებს პურზე, თუ შეძელი ორივეს ყიდვა. აწი, რაღა გვიჭირს?!

ამასობაში, როგორც იქნა, მინისტრი კვეზერელიც მობრძანდა და საგანგებოდ შეკრებილ, სამი მუნიციპალიტეტის გამგებლებს, რწმუნებულებსა და ფერმერებს, გუბერნატორის თანხლებით მიესალმა. მან ისაუბრა ამერიკული თეთრი და ყვითელი ჯიშის სიმინდის სასწაულებრივ შედეგზე, რომელიც, თურმე, მალე დადგება. გლეხებისთვის შეღავათზე _ სათესლე სიმინდის განვადებით მიწოდებაზეც თქვა, ხოლო ერთი ფერმერის თხოვნას, 10 ჰექტარი ფართობი მაქვს და დახვნა-დათესვისთვის საჭირო თანხას თუ მასესხებინებთ განვადებითო, კვეზერელმა კატეგორიული უარი განაცხადა _ ეს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მოხდესო. ნირწამხდარმა ფერმერმა მხოლოდ ამოიხვნეშა.

აგრონომმა მარინა სუნგულიამ მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა: _ რატომ არ კეთდება ადგილობრივი ჰიბრიდების (ენგური და ლომთაგორა) ხელშესაწყობად რაიმე? რატომ ხდება უსისტემოდ თესლის დარიგება? რატომ არ იცის მყიდველმა, რა ჰიბრიდთან აქვს საქმე? რატომ არ ახლავს თესლს ანოტაცია? მოგვცემს თუ არა მოსავალს ეს სიმინდი, აგროტექნიკა რომ მოაკლდეს? ამ ჰიბრიდს ხომ ერთად სჭირდება ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, ჰერბიციდი? რატომ აძალებენ სიმინდის თესლის ყიდვას საჯარო მოხელეებს?

კვეზერელი ამ კითხვებზე “ლაკონური” პასუხებით შემოიფარგლა:

_ასეთი რამ არ გამიგია, რომ ვინმეს ყიდვას აძალებენ (?!) _ ვისაც უნდა, ის ყიდულობს. ადრე იყო კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები (?!) ახლა ჩვენ შემოგვაქვს ახალი ჯიშები. ხომ იცით, ამერიკაში რა დონეზეა სოფლის მეურნეობა? _ “გაანათლა” მსმენელი “ერთხელ ამერიკაში” გასეირნებულმა მინისტრმა, _ რაც შეეხება სათესლე სიმინდის ფასს, ბევრი ვეცადეთ, რომ ფერმერებისთვის ნაკლებში გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

მინისტრმა გლეხებს ისიც ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეძენაც “ახალი მეთოდით” ურჩია გლეხებს: _ ისინი, ვისაც შემოაქვთ სასუქი, პირდაპირ ნადირობენ გლეხებზე. ჩვენ გეტყვით იმ კომპანიების შესახებ, ვისაც სასუქი განვადებით შემოაქვთ. ოღონდ, ეს შეღავათი შეეხება მათ, ვისაც 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვს (?!).

“გურია ნიუსი” დარბაზიდან შეეკითხა მინისტრს, თუ სად გამოქვეყნდა და ვინ მონაწილეობდა ტენდერში, რომლითაც “გარემომ და ანალიტიკამ” ჰიბრიდული სიმინდის შემოტანის უფლება მიიღო, თუმცა კვეზერელმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, ამაში მონაწილეობა ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა მიიღესო(?!). რაც შეეხება კავკასიის სახლის ჟურნალისტის კითხვას, ბატონო მინისტრო, გლეხები თქვენ არ გენდობიან თქვენი აღიარებიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევით, დედალ-მამალი ძროხები ხომ თქვენ “გამოიგონეთო”, კვეზერელმა ისე იუარა, ეს სად ვთქვი, ჩანაწერი თუ გაქვთო, თითქოს, მართლა არ ეთქვას მთელი ქვეყნის გასაგონად. ვალერი ჩიტაიშვილმა ფორმატის განსხვავებულობაზე მიუთითა ჟურნალისტს და ურჩია, ბოლოს დაესვათ კითხვები. გუბერნატორის რჩევისამებრ, შემოვინახეთ ბოლოსთვის “გემრიელი ლუკმა”, მაგრამ ვინ მოგართვათ? შეხვედრის დასრულებისთანავე, აბა, წავედით არხებისკენო, ბრძანა ჩიტაიშვილმა და წამოიშალნენ.

“გურია ნიუსი” შეეცადა, რამდენიმე კითხვით მიემართა, უფრო სწორად დადევნებოდა ნორჩ მინისტრს:

_ ბატონო ბაკურ, კითხვები გვაქვს თქვენთან, ორიოდეც წუთი მაინც დაგვითმეთ, რატომ გარბიხართ?

_ მკითხეთ. რა გინდათ?

_ რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაში, ბუკლეტების ბეჭდვაში, თესლის პრომოუშენში და იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი?

_ სად არის აბაშური ყვითელი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი-ორ კილოს მაინც…

_ მაგალითად, ჩემს ბავშვობაში თესავდნენ ჩემს ოჯახში და ახლაც აქვთ შემორჩენილი.

_ თქვენს ბავშვობაში. ჰი! _ ჩვენი ასაკი ებევრა კვეზერელს და ნაბიჯს აუჩქარა.

_ საჯარო მოხელეებს რატომ აძალებენ სათესლე მასალის შეძენას?

_ ვინ აძალებს? ეს სად ხდება? უნდათ და ყიდულობენ.

კითხვებს კი ვუსვამდით ბატონ მინისტრს, მაგრამ ვინ გისმენდა? ის გუბერნატორთან ერთად, დასაშრობი არხებისკენ მიიჩქაროდა.

დემაგოგიას მართლაც რომ არ აქვს საზღვრები, იმ საყანე ფართობებისგან განსხვავებით, რომელსაც დაჭაობებული არხები აკრავს გარს და რომელშიც საგულდაგულოდ დარბოდნენ მინისტრი კვეზერელი და გუბერნატორი ჩიტაიშვილი.

და ბოლოს. რაც შეეხება აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდს, იგი საქართველოში “სადღაც” მაინც არსებობს და ამის შესახებ წერილს უახლოეს ნომერში სიურპრიზად შევთავაზებთ ბოჩოლების ნათლია კვეზერელს, ოღონდ _ მკითხველის თანდასწრებით!

სწარმეტყველი” კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

მარინე ჩიხლაძე
გურია ნიუსი

10 მარტს, დათქმულ დროზე საათნახევრით დაგვიანების შემდეგ, ოზურგეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ეწვია. სტუმრობის მიზანი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი _ ყვითელი სიმინდის აგიტაცია–პროპაგანდა.

მინისტრმა ჯერ ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნა და ქრისტეფორე კოლუმბიდან დაიწყო _ სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო (?!) ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენს მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთო! მოკლედ, ირიბად მიგვანიშნა, კითხვების დასმისთვის თავი არ შეიწუხოთო.

მერე კი, დაიწყო და რა დაიწყო _ ღარიბისა და ქილა ერბოს თანამედროვე კონტექსტი ეპიგრამად წაუმძღვარა საკუთარ გამოსვლას და ისე, როგორც ზღაპარში, უკვე დახნულ–დათესილ–დაფარცხულ–აჯეჯილებულ ყანებში მოწეული მოსავლის გასაღებაში, გურულებს გულითადი დახმარება აღუთქვა: _ ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ, გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთო?! ახლა, არ იფიქროთ, ყველა თესავს, მოსავალიც ბევრი მოვა და იაფი იქნებაო. არ იქნება იაფი! _ განაგრძო წინასწარმეტყველება მინისტრმა კვეზერელმა, რომელსაც კვერს გუბერნატორი ჩიტაიშვილი მომეტებული სიხშირით უკრავდა.

შეხვედრაზე არავის უთქვამს, ჩვენ კი გვინდა გავაფრთხილოთ გლეხები, რომ ამ სიმინდის ჩალა საქონლის გამოსაკვებად უვარგისია.

მინისტრ კვეზერელის გამოჩენამდე, ოზურგეთის ცენტრში, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაქტორი გამოჩნდა. პაპუასებივით არა, მაგრამ ილიკო–ილარიონისეული ცნობისმოყვარეობითა და საკმაო სარკასტული ქირდვით, გურულები გარს შემოეხვივნენ “რკინის ხარს“.

_ რამდენი ეღირება, აგი, ძამა?

_ ასე, 25-55 ათას ევრომდე,

_ შენ, ახლა, ისე ამბობ, ხომ? რამდენი წლის იქნება ის ახალგაზრდაო, კაცს რომ ჰკითხეს და, ასე 10-25 წლისო, რომ უპასუხა.

_ გლეხს რომ თოხს და ბარს დაავიწყებ, ისედაც დავიწყებული აქვს და ამ ტრაქტორს მიუყვან, დეიქცევა ეს ისედაც დაქცეული ქვეყანა, აბა, რა იქნება?”

_ ახლა მოვა მინისტრი, სქესის მიხედვით, დედალ–მამალს რომ ეძახის ძროხებს და თან ორივეს წველის. ჟურნალისტებო, თქვენ რას იწერთ? ახლა არ ჩაწეროთ ეს, თორემ თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც.

_ დავჯდები ახლა ამ ტრაქტორზე და რად მინდა გამგებლობა? მთავარია, ვიმღერო _ ახ, ტრაქტორო, მე შენს გამჩენს…

_ აი ტრაქტორი, თურმე, კიდევაც ხნავს, კიდევაც თესავს, ყვითელი ჭადსაც აცხობს კეცზე და კარაქსაც უცხებს პურზე, თუ შეძელი ორივეს ყიდვა. აწი, რაღა გვიჭირს?!

ამასობაში, როგორც იქნა, მინისტრი კვეზერელიც მობრძანდა და საგანგებოდ შეკრებილ, სამი მუნიციპალიტეტის გამგებლებს, რწმუნებულებსა და ფერმერებს, გუბერნატორის თანხლებით მიესალმა. მან ისაუბრა ამერიკული თეთრი და ყვითელი ჯიშის სიმინდის სასწაულებრივ შედეგზე, რომელიც, თურმე, მალე დადგება. გლეხებისთვის შეღავათზე _ სათესლე სიმინდის განვადებით მიწოდებაზეც თქვა, ხოლო ერთი ფერმერის თხოვნას, 10 ჰექტარი ფართობი მაქვს და დახვნა–დათესვისთვის საჭირო თანხას თუ მასესხებინებთ განვადებითო, კვეზერელმა კატეგორიული უარი განაცხადა _ ეს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მოხდესო. ნირწამხდარმა ფერმერმა მხოლოდ ამოიხვნეშა.

აგრონომმა მარინა სუნგულიამ მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა: _ რატომ არ კეთდება ადგილობრივი ჰიბრიდების (ენგური და ლომთაგორა) ხელშესაწყობად რაიმე? რატომ ხდება უსისტემოდ თესლის დარიგება? რატომ არ იცის მყიდველმა, რა ჰიბრიდთან აქვს საქმე? რატომ არ ახლავს თესლს ანოტაცია? მოგვცემს თუ არა მოსავალს ეს სიმინდი, აგროტექნიკა რომ მოაკლდეს? ამ ჰიბრიდს ხომ ერთად სჭირდება ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, ჰერბიციდი? რატომ აძალებენ სიმინდის თესლის ყიდვას საჯარო მოხელეებს?

კვეზერელი ამ კითხვებზე “ლაკონური” პასუხებით შემოიფარგლა:

_ასეთი რამ არ გამიგია, რომ ვინმეს ყიდვას აძალებენ (?!) _ ვისაც უნდა, ის ყიდულობს. ადრე იყო კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები (?!) ახლა ჩვენ შემოგვაქვს ახალი ჯიშები. ხომ იცით, ამერიკაში რა დონეზეა სოფლის მეურნეობა? _ “გაანათლა” მსმენელი “ერთხელ ამერიკაში” გასეირნებულმა მინისტრმა, _ რაც შეეხება სათესლე სიმინდის ფასს, ბევრი ვეცადეთ, რომ ფერმერებისთვის ნაკლებში გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

მინისტრმა გლეხებს ისიც ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეძენაც “ახალი მეთოდით” ურჩია გლეხებს: _ ისინი, ვისაც შემოაქვთ სასუქი, პირდაპირ ნადირობენ გლეხებზე. ჩვენ გეტყვით იმ კომპანიების შესახებ, ვისაც სასუქი განვადებით შემოაქვთ. ოღონდ, ეს შეღავათი შეეხება მათ, ვისაც 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვს (?!).

“გურია ნიუსი” დარბაზიდან შეეკითხა მინისტრს, თუ სად გამოქვეყნდა და ვინ მონაწილეობდა ტენდერში, რომლითაც “გარემომ და ანალიტიკამ” ჰიბრიდული სიმინდის შემოტანის უფლება მიიღო, თუმცა კვეზერელმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, ამაში მონაწილეობა ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა მიიღესო(?!). რაც შეეხება კავკასიის სახლის ჟურნალისტის კითხვას, ბატონო მინისტრო, გლეხები თქვენ არ გენდობიან თქვენი აღიარებიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევით, დედალ–მამალი ძროხები ხომ თქვენ “გამოიგონეთო“, კვეზერელმა ისე იუარა, ეს სად ვთქვი, ჩანაწერი თუ გაქვთო, თითქოს, მართლა არ ეთქვას მთელი ქვეყნის გასაგონად. ვალერი ჩიტაიშვილმა ფორმატის განსხვავებულობაზე მიუთითა ჟურნალისტს და ურჩია, ბოლოს დაესვათ კითხვები. გუბერნატორის რჩევისამებრ, შემოვინახეთ ბოლოსთვის “გემრიელი ლუკმა“, მაგრამ ვინ მოგართვათ? შეხვედრის დასრულებისთანავე, აბა, წავედით არხებისკენო, ბრძანა ჩიტაიშვილმა და წამოიშალნენ.

“გურია ნიუსი” შეეცადა, რამდენიმე კითხვით მიემართა, უფრო სწორად დადევნებოდა ნორჩ მინისტრს:

_ ბატონო ბაკურ, კითხვები გვაქვს თქვენთან, ორიოდეც წუთი მაინც დაგვითმეთ, რატომ გარბიხართ?

_ მკითხეთ. რა გინდათ?

_ რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაში, ბუკლეტების ბეჭდვაში, თესლის პრომოუშენში და იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი?

_ სად არის აბაშური ყვითელი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი–ორ კილოს მაინც…

_ მაგალითად, ჩემს ბავშვობაში თესავდნენ ჩემს ოჯახში და ახლაც აქვთ შემორჩენილი.

_ თქვენს ბავშვობაში. ჰი! _ ჩვენი ასაკი ებევრა კვეზერელს და ნაბიჯს აუჩქარა.

_ საჯარო მოხელეებს რატომ აძალებენ სათესლე მასალის შეძენას?

_ ვინ აძალებს? ეს სად ხდება? უნდათ და ყიდულობენ.

კითხვებს კი ვუსვამდით ბატონ მინისტრს, მაგრამ ვინ გისმენდა? ის გუბერნატორთან ერთად, დასაშრობი არხებისკენ მიიჩქაროდა.

დემაგოგიას მართლაც რომ არ აქვს საზღვრები, იმ საყანე ფართობებისგან განსხვავებით, რომელსაც დაჭაობებული არხები აკრავს გარს და რომელშიც საგულდაგულოდ დარბოდნენ მინისტრი კვეზერელი და გუბერნატორი ჩიტაიშვილი.

და ბოლოს. რაც შეეხება აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდს, იგი საქართველოში “სადღაც” მაინც არსებობს და ამის შესახებ წერილს უახლოეს ნომერში სიურპრიზად შევთავაზებთ ბოჩოლების ნათლია კვეზერელს, ოღონდ _ მკითხველის თანდასწრებით!

“რაში მჭირდება, თუ არ დამეხმარება?”

(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებლებს ისეთივე ყოფითი პრობლემები აწუხებთ, როგორც დანარჩენ სოფლებში.

_ რა გვაწუხებს? უმუშევრობა, გაჭირვება _ ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ყოფითი პრობლემაა, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ბახველებმა.

_ პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით და უხვად არიგებს დაპირებებს, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. იცის, საერთოდ სოფლის ცხოვრება როგორია? რა ჩანს გაკეთებული? თუ დავიხოცეთ მშიერი, დავძაბუნდით უჭმელობით, რა უნდა ვქნათ? _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ერთ–ერთი ბახველი.

დიმიტრი ჩაგრაგანიძე აღნიშნავს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: _ ჩემისთანა გაჭირვებული ამქვეყნად სხვა არ მეგულება. მარტოხელა ვარ, მეუღლე და 36 წლის შვილი გარდაცვლილი მყავს. ორჯერ ჩამოვალ სოფლის ცენტრში პურის და შაქრის საყიდლად, ორ თავ წამალს ვიყიდი და მთავრდება ჩემი პენსიაც. ნახეთ, ხუთი პური მიმაქვს და ხუთი დღე უნდა ვიმყოფინო. დილას დავლევ ჩაის და ეგაა. შინაური ცხოველები არ მყავს, რა ვაჭამო? ყანა არ მაქვს და არც მექნება, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება, ვუპატრონო _ ყველაფერი ძვირია. სოციალური დახმარება არ უნდა მეკუთვნოდეს? ეკონომიკურად ძალიან მიჭირს, დენის ვაუჩერი ჯერ არ მომსვლია _ შემხვდება თუ არა საერთოდ, არ ვიცი. ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. რაში მჭირდება პრეზიდენტი, ამის მეტად თუ არ დაეხმარება გაჭირვებულ ხალხს? მივაღწევ კი სექტემბრამდე, რომ თქვა პენსია გაიზრდებაო?

რამდენიმე წლის უკან რომ ტრაქტორები დაარიგეს, სადაა? ჩვენ არ გვინდა? გააქრეს თუ რა უქნეს, არ ვიცით, თვალად არ მინახავს. ერთი ტრაქტორი სოფელს არ უნდა ჰყავდეს?

გიორგი ქიქოძე აღნიშნავს, რომ სოფლის უპირველესი პრობლემა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაა: _ ისე ძვირი ჯდება ყანის დათესვა, რომ გლეხი, ალბათ, მალე მიწასაც მიატოვებს. ისე, როგორც მიატოვეს ჩაის პლანტაციები. შარშან ლანჩხუთიდან ჩამოიყვანეს ტრაქტორი. რამდენიმე წლის უკან იყო სოფელში კერძო ტრაქტორები. მისი პატრონები გვიწყობდნენ ხელს და პენსიამდე ნისიად გვიხნავდნენ ფართობს. ახლა ლანჩხუთიდან ჩამოყვანილი ტრაქტორი როგორ დაგიხნავს ნისიად? თუ დახნავ, მერე საწვავს ვინ შეწვდება ან სასუქს? ახალგაზრდობა და ბევრი ოჯახის დიასახლისი, თურქეთში არიან სამუშაოდ წასული. რა ქნან? სახლში მოსწავლეები ჰყავთ, კვება უნდათ, ჩაცმა, უფულოდ განათლებას ვერ მიიღებენ, წიგნს ვერ იყიდიან. წაშლილია სოფელი. თუ დაგინახეს ეზოში ქათამი და ორი ძირი თხილი გაქვს, “ლორდი” ყოფილხარ და დახმარებას აღარ გაძლევენ.

მისივე თქმით, წამლისთვის 75 ლარი სჭირდება: _ პური და შაქარი ხომ უნდა ვიყიდო? ახლა 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაგირიგებთო, ამბობენ. გლეხების პრობლემა ყანაა და მის მოვლაში დაგვეხმარონ. კარტოფილსაც ვეღარ ვთესავთ.

ბახველები ამბობენ, რომ სოფელში გახშირდა ქურდობის ფაქტები _ იპარავენ ცხენებს. ბოლო პერიოდში 8 ცხენია დაკარგული. ზოგმა მიმართა პოლიციას, ზოგმა _ არა: _ რა აზრი აქვს? გამოიძიებენ თუ? ხალხს რწმენა დაკარგული აქვს. ვინაა გამკითხავი? საქონლის ეზოდან გადაშვე

“წინასწარმეტყველი” კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

მარინე ჩიხლაძე

გურია ნიუსი

10 მარტს, დათქმულ დროზე საათნახევრით დაგვიანების შემდეგ, ოზურგეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ეწვია. სტუმრობის მიზანი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი _ ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდა.

მინისტრმა ჯერ ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნა და ქრისტეფორე კოლუმბიდან დაიწყო _ სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო (?!) ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენს მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთო! მოკლედ, ირიბად მიგვანიშნა, კითხვების დასმისთვის თავი არ შეიწუხოთო.

მერე კი, დაიწყო და რა დაიწყო _ ღარიბისა და ქილა ერბოს თანამედროვე კონტექსტი ეპიგრამად წაუმძღვარა საკუთარ გამოსვლას და ისე, როგორც ზღაპარში, უკვე დახნულ-დათესილ-დაფარცხულ-აჯეჯილებულ ყანებში მოწეული მოსავლის გასაღებაში, გურულებს გულითადი დახმარება აღუთქვა: _ ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ, გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთო?! ახლა, არ იფიქროთ, ყველა თესავს, მოსავალიც ბევრი მოვა და იაფი იქნებაო. არ იქნება იაფი! _ განაგრძო წინასწარმეტყველება მინისტრმა კვეზერელმა, რომელსაც კვერს გუბერნატორი ჩიტაიშვილი მომეტებული სიხშირით უკრავდა.

შეხვედრაზე არავის უთქვამს, ჩვენ კი გვინდა გავაფრთხილოთ გლეხები, რომ ამ სიმინდის ჩალა საქონლის გამოსაკვებად უვარგისია.

მინისტრ კვეზერელის გამოჩენამდე, ოზურგეთის ცენტრში, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაქტორი გამოჩნდა. პაპუასებივით არა, მაგრამ ილიკო-ილარიონისეული ცნობისმოყვარეობითა და საკმაო სარკასტული ქირდვით, გურულები გარს შემოეხვივნენ “რკინის ხარს”.

_ რამდენი ეღირება, აგი, ძამა?

_ ასე, 25-55 ათას ევრომდე,

_ შენ, ახლა, ისე ამბობ, ხომ? რამდენი წლის იქნება ის ახალგაზრდაო, კაცს რომ ჰკითხეს და, ასე 10-25 წლისო, რომ უპასუხა.

_ გლეხს რომ თოხს და ბარს დაავიწყებ, ისედაც დავიწყებული აქვს და ამ ტრაქტორს მიუყვან, დეიქცევა ეს ისედაც დაქცეული ქვეყანა, აბა, რა იქნება?”

_ ახლა მოვა მინისტრი, სქესის მიხედვით, დედალ-მამალს რომ ეძახის ძროხებს და თან ორივეს წველის. ჟურნალისტებო, თქვენ რას იწერთ? ახლა არ ჩაწეროთ ეს, თორემ თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც.

_ დავჯდები ახლა ამ ტრაქტორზე და რად მინდა გამგებლობა? მთავარია, ვიმღერო _ ახ, ტრაქტორო, მე შენს გამჩენს…

_ აი ტრაქტორი, თურმე, კიდევაც ხნავს, კიდევაც თესავს, ყვითელი ჭადსაც აცხობს კეცზე და კარაქსაც უცხებს პურზე, თუ შეძელი ორივეს ყიდვა. აწი, რაღა გვიჭირს?!

ამასობაში, როგორც იქნა, მინისტრი კვეზერელიც მობრძანდა და საგანგებოდ შეკრებილ, სამი მუნიციპალიტეტის გამგებლებს, რწმუნებულებსა და ფერმერებს, გუბერნატორის თანხლებით მიესალმა. მან ისაუბრა ამერიკული თეთრი და ყვითელი ჯიშის სიმინდის სასწაულებრივ შედეგზე, რომელიც, თურმე, მალე დადგება. გლეხებისთვის შეღავათზე _ სათესლე სიმინდის განვადებით მიწოდებაზეც თქვა, ხოლო ერთი ფერმერის თხოვნას, 10 ჰექტარი ფართობი მაქვს და დახვნა-დათესვისთვის საჭირო თანხას თუ მასესხებინებთ განვადებითო, კვეზერელმა კატეგორიული უარი განაცხადა _ ეს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მოხდესო. ნირწამხდარმა ფერმერმა მხოლოდ ამოიხვნეშა.

აგრონომმა მარინა სუნგულიამ მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა: _ რატომ არ კეთდება ადგილობრივი ჰიბრიდების (ენგური და ლომთაგორა) ხელშესაწყობად რაიმე? რატომ ხდება უსისტემოდ თესლის დარიგება? რატომ არ იცის მყიდველმა, რა ჰიბრიდთან აქვს საქმე? რატომ არ ახლავს თესლს ანოტაცია? მოგვცემს თუ არა მოსავალს ეს სიმინდი, აგროტექნიკა რომ მოაკლდეს? ამ ჰიბრიდს ხომ ერთად სჭირდება ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, ჰერბიციდი? რატომ აძალებენ სიმინდის თესლის ყიდვას საჯარო მოხელეებს?

კვეზერელი ამ კითხვებზე “ლაკონური” პასუხებით შემოიფარგლა:

_ასეთი რამ არ გამიგია, რომ ვინმეს ყიდვას აძალებენ (?!) _ ვისაც უნდა, ის ყიდულობს. ადრე იყო კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები (?!) ახლა ჩვენ შემოგვაქვს ახალი ჯიშები. ხომ იცით, ამერიკაში რა დონეზეა სოფლის მეურნეობა? _ “გაანათლა” მსმენელი “ერთხელ ამერიკაში” გასეირნებულმა მინისტრმა, _ რაც შეეხება სათესლე სიმინდის ფასს, ბევრი ვეცადეთ, რომ ფერმერებისთვის ნაკლებში გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

მინისტრმა გლეხებს ისიც ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეძენაც “ახალი მეთოდით” ურჩია გლეხებს: _ ისინი, ვისაც შემოაქვთ სასუქი, პირდაპირ ნადირობენ გლეხებზე. ჩვენ გეტყვით იმ კომპანიების შესახებ, ვისაც სასუქი განვადებით შემოაქვთ. ოღონდ, ეს შეღავათი შეეხება მათ, ვისაც 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვს (?!).

“გურია ნიუსი” დარბაზიდან შეეკითხა მინისტრს, თუ სად გამოქვეყნდა და ვინ მონაწილეობდა ტენდერში, რომლითაც “გარემომ და ანალიტიკამ” ჰიბრიდული სიმინდის შემოტანის უფლება მიიღო, თუმცა კვეზერელმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, ამაში მონაწილეობა ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა მიიღესო(?!). რაც შეეხება კავკასიის სახლის ჟურნალისტის კითხვას, ბატონო მინისტრო, გლეხები თქვენ არ გენდობიან თქვენი აღიარებიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევით, დედალ-მამალი ძროხები ხომ თქვენ “გამოიგონეთო”, კვეზერელმა ისე იუარა, ეს სად ვთქვი, ჩანაწერი თუ გაქვთო, თითქოს, მართლა არ ეთქვას მთელი ქვეყნის გასაგონად. ვალერი ჩიტაიშვილმა ფორმატის განსხვავებულობაზე მიუთითა ჟურნალისტს და ურჩია, ბოლოს დაესვათ კითხვები. გუბერნატორის რჩევისამებრ, შემოვინახეთ ბოლოსთვის “გემრიელი ლუკმა”, მაგრამ ვინ მოგართვათ? შეხვედრის დასრულებისთანავე, აბა, წავედით არხებისკენო, ბრძანა ჩიტაიშვილმა და წამოიშალნენ.

“გურია ნიუსი” შეეცადა, რამდენიმე კითხვით მიემართა, უფრო სწორად დადევნებოდა ნორჩ მინისტრს:

_ ბატონო ბაკურ, კითხვები გვაქვს თქვენთან, ორიოდეც წუთი მაინც დაგვითმეთ, რატომ გარბიხართ?

_ მკითხეთ. რა გინდათ?

_ რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაში, ბუკლეტების ბეჭდვაში, თესლის პრომოუშენში და იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი?

_ სად არის აბაშური ყვითელი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი-ორ კილოს მაინც…

_ მაგალითად, ჩემს ბავშვობაში თესავდნენ ჩემს ოჯახში და ახლაც აქვთ შემორჩენილი.

_ თქვენს ბავშვობაში. ჰი! _ ჩვენი ასაკი ებევრა კვეზერელს და ნაბიჯს აუჩქარა.

_ საჯარო მოხელეებს რატომ აძალებენ სათესლე მასალის შეძენას?

_ ვინ აძალებს? ეს სად ხდება? უნდათ და ყიდულობენ.

კითხვებს კი ვუსვამდით ბატონ მინისტრს, მაგრამ ვინ გისმენდა? ის გუბერნატორთან ერთად, დასაშრობი არხებისკენ მიიჩქაროდა.

დემაგოგიას მართლაც რომ არ აქვს საზღვრები, იმ საყანე ფართობებისგან განსხვავებით, რომელსაც დაჭაობებული არხები აკრავს გარს და რომელშიც საგულდაგულოდ დარბოდნენ მინისტრი კვეზერელი და გუბერნატორი ჩიტაიშვილი.

და ბოლოს. რაც შეეხება აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდს, იგი საქართველოში “სადღაც” მაინც არსებობს და ამის შესახებ წერილს უახლოეს ნომერში სიურპრიზად შევთავაზებთ ბოჩოლების ნათლია კვეზერელს, ოღონდ _ მკითხველის თანდასწრებით!

“რაში მჭირდება, თუ არ დამეხმარება?”

(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებლებს ისეთივე ყოფითი პრობლემები აწუხებთ, როგორც დანარჩენ სოფლებში.

_ რა გვაწუხებს? უმუშევრობა, გაჭირვება _ ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ყოფითი პრობლემაა, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ბახველებმა.

_ პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით და უხვად არიგებს დაპირებებს, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. იცის, საერთოდ სოფლის ცხოვრება როგორია? რა ჩანს გაკეთებული? თუ დავიხოცეთ მშიერი, დავძაბუნდით უჭმელობით, რა უნდა ვქნათ? _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ერთ-ერთი ბახველი.

დიმიტრი ჩაგრაგანიძე აღნიშნავს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: _ ჩემისთანა გაჭირვებული ამქვეყნად სხვა არ მეგულება. მარტოხელა ვარ, მეუღლე და 36 წლის შვილი გარდაცვლილი მყავს. ორჯერ ჩამოვალ სოფლის ცენტრში პურის და შაქრის საყიდლად, ორ თავ წამალს ვიყიდი და მთავრდება ჩემი პენსიაც. ნახეთ, ხუთი პური მიმაქვს და ხუთი დღე უნდა ვიმყოფინო. დილას დავლევ ჩაის და ეგაა. შინაური ცხოველები არ მყავს, რა ვაჭამო? ყანა არ მაქვს და არც მექნება, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება, ვუპატრონო _ ყველაფერი ძვირია. სოციალური დახმარება არ უნდა მეკუთვნოდეს? ეკონომიკურად ძალიან მიჭირს, დენის ვაუჩერი ჯერ არ მომსვლია _ შემხვდება თუ არა საერთოდ, არ ვიცი. ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. რაში მჭირდება პრეზიდენტი, ამის მეტად თუ არ დაეხმარება გაჭირვებულ ხალხს? მივაღწევ კი სექტემბრამდე, რომ თქვა პენსია გაიზრდებაო?

რამდენიმე წლის უკან რომ ტრაქტორები დაარიგეს, სადაა? ჩვენ არ გვინდა? გააქრეს თუ რა უქნეს, არ ვიცით, თვალად არ მინახავს. ერთი ტრაქტორი სოფელს არ უნდა ჰყავდეს?

გიორგი ქიქოძე აღნიშნავს, რომ სოფლის უპირველესი პრობლემა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაა: _ ისე ძვირი ჯდება ყანის დათესვა, რომ გლეხი, ალბათ, მალე მიწასაც მიატოვებს. ისე, როგორც მიატოვეს ჩაის პლანტაციები. შარშან ლანჩხუთიდან ჩამოიყვანეს ტრაქტორი. რამდენიმე წლის უკან იყო სოფელში კერძო ტრაქტორები. მისი პატრონები გვიწყობდნენ ხელს და პენსიამდე ნისიად გვიხნავდნენ ფართობს. ახლა ლანჩხუთიდან ჩამოყვანილი ტრაქტორი როგორ დაგიხნავს ნისიად? თუ დახნავ, მერე საწვავს ვინ შეწვდება ან სასუქს? ახალგაზრდობა და ბევრი ოჯახის დიასახლისი, თურქეთში არიან სამუშაოდ წასული. რა ქნან? სახლში მოსწავლეები ჰყავთ, კვება უნდათ, ჩაცმა, უფულოდ განათლებას ვერ მიიღებენ, წიგნს ვერ იყიდიან. წაშლილია სოფელი. თუ დაგინახეს ეზოში ქათამი და ორი ძირი თხილი გაქვს, “ლორდი” ყოფილხარ და დახმარებას აღარ გაძლევენ.

მისივე თქმით, წამლისთვის 75 ლარი სჭირდება: _ პური და შაქარი ხომ უნდა ვიყიდო? ახლა 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაგირიგებთო, ამბობენ. გლეხების პრობლემა ყანაა და მის მოვლაში დაგვეხმარონ. კარტოფილსაც ვეღარ ვთესავთ.

ბახველები ამბობენ, რომ სოფელში გახშირდა ქურდობის ფაქტები _ იპარავენ ცხენებს. ბოლო პერიოდში 8 ცხენია დაკარგული. ზოგმა მიმართა პოლიციას, ზოგმა _ არა: _ რა აზრი აქვს? გამოიძიებენ თუ? ხალხს რწმენა დაკარგული აქვს. ვინაა გამკითხავი? საქონლის ეზოდან გადაშვება უნდა გეშინოდეს _ ან ქურდი წაიყვანს ან _ მგელი, _ ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.

ამირან გორგაძე “გურია ნიუსს” თხოვნით მიმართავს, რომ, ჩვენი საშუალებით, ხმა მიაწვდინოს პრეზიდენტს, ოზურგეთის ხელისუფლებას, რესურსცენტრს: _ ჩვენს უბანს “კოდარა” ჰქვია. 16 კომლი ცხოვრობს და ბახვის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. აქედან ბავშვები მეორე სოფელში, ნასაკირალში დადიან სასწავლებლად, რისთვისაც გამოყოფილია ტრანსპორტი, მაგრამ თვეში 5 ლარს ჩვენ გვახდევინებენ თითოეულ მოსწავლეზე. სულ 200 ლარს ვიხდით. მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ, რაც ამ ორი თვის განმავლობაში გადავიხადეთ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ყურადღება მოგვაქციოს. შარშან უფასო იყო ტრანსპორტირება და წელს რატომ გახადეს ფასიანი?!

ბა უნდა გეშინოდეს _ ან ქურდი წაიყვანს ან _ მგელი, _ ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.

ამირან გორგაძე “გურია ნიუსს” თხოვნით მიმართავს, რომ, ჩვენი საშუალებით, ხმა მიაწვდინოს პრეზიდენტს, ოზურგეთის ხელისუფლებას, რესურსცენტრს: _ ჩვენს უბანს “კოდარა” ჰქვია. 16 კომლი ცხოვრობს და ბახვის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. აქედან ბავშვები მეორე სოფელში, ნასაკირალში დადიან სასწავლებლად, რისთვისაც გამოყოფილია ტრანსპორტი, მაგრამ თვეში 5 ლარს ჩვენ გვახდევინებენ თითოეულ მოსწავლეზე. სულ 200 ლარს ვიხდით. მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ, რაც ამ ორი თვის განმავლობაში გადავიხადეთ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ყურადღება მოგვაქციოს. შარშან უფასო იყო ტრანსპორტირება და წელს რატომ გახადეს ფასიანი?!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ახალგაზრდა, პროფესიონალი მსახიობები

სადემონსტრაციო ტრაქტორი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო