დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები, საქართველოს, კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესისი ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია.
ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს ვიზიტისთვის, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის კათოლიკოს–პატრიარქის იუბილე საყოველთაო ზეიმია.
კანცელარიაში გამართულ შეხვედრას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ესწრებოდა.