_ მე, არ ვიცი საიდან ფლობს ქალბატონი ირმა ამ ინფორმაციას, მაგრამ გიორგი ზენაიშვილს არც არჩევნების პერიოდში ვიცნობდი და არც ახლა ვიცნობ, _ გვითხრა მშვიდობაძემ .
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოალიცია “ქართული ოცნების” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ფრთას მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს.
რამდენიმე წუთის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირმა მგელაძემ სოციალურ ქსელში ასეთი სახის ინფორმაციას გაავრცელა: _ ვაიმე ცუდად ვარ, ამ წუთში ჩემს სამუშაო კაბინეტში შემოვიდა გიორგი ზენაიშვილი, გამომიცხადა, რომ კოალიცია “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ვარ და მოვითხოვ თქვენმა თანამშრომლებმა თანამდებობები დატოვონო….მე პირობა მივეცი, თუ ამ ყველაფერს რასაც მოითხოვ, დამიწერ ახლა ჩემს თვალწინ, გპირდები მე თვითონვე გადავდგები მეთქი… _ წერს ირმა მგელაძე.