_ 2013 წლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სტუდენტები არიან საქართველოს მომავალი ხელისფლების წარმომადგენლები _ განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე, თითქოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ უკვე დაფიქსირდა ქრთამის აღების ფაქტი:
_ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და საპატრულო პოლიციის არცერთ თანამშრომელს ქრთამი არ აუღია. თუ ვინმე გაიგებს რომ მსგავსი ფაქტის შესახებ, მოგიწოდებთ რომ შეგვატყობინოთ, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.