გაბაშვილის განცხადებით, 2013 წლის 12 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ კანონზე პასუხისმგებლობას მთლიანად უმრავლესობას და ახალ ხელისუფლებას ეკისრება. მან აღნიშნულ კანონს ”საერთო ჰუმანურ ინტერესებს ამოფარებული საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ” უწოდა და განაცხადა:
_ ასეთ კანონებს იღებდნენ ფართომასშტაბიანი კაპიტულაციის შემდეგ. ახლა, ამ უპრეცედენტო კანონის მიღებით, გარეთ გამოვა რუსეთის ფედერაციასთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ყველა დამნაშავე”_ განაცხადა გაბაშვილმა.