“კორუფციასთან ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ე.წ. “ელიტარული კორუფცია”. ჩვენ სწორედ ამ მიზნით, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ არ მხოლოდ ქვედა და საშუალო რგოლზე, არამედ ყველაზე მაღალ ეშელონზე.
ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე აღმოვფხვრათ კორუფცია. ეს არის სახელმწიფოსთვის დამანგრეველი სენი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, სახელმწფოში არ უნდა დაუშვათ და არ დავუშვებთ კორუფციის ფაქტებს. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. სამინისტროს სპეციალური თანამშრომლებისთვის იგეგმება სპეციალური სასწავლო კურსების გატარება. ასევე, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გაგრძელდება საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება. კორუფციის მაღალი რისკის მქონე საჯარო თანამდებობაზე შერჩევის პროცედურების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის მართვის გაუმჯობესებაში და ჩვენ მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებთ სხვადასხვა სამინისტროებში.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.