გიორგი დემეტრაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით მისმა მეგობარმა, კახი კალაძემ “გურია ნიუსთან” 26 ოქტომბერს გააკეთა კომენტარი:_ გიორგი იხდის სასჯელს, ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, როგორც სხვა პოლიტპატიმარი. ამნისტაცია მზადდებადა ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ იხდის სასჯელს, თავის ოჯახს დაუბრუნდება, _ გვითხრა კახა კალაძემ.
გიორგი დემეტრაძე 2010 წელს დააკავეს.
“დაკავებულია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე. მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედება.
დემეტრაძესთან ერთად დაკავებულები არიან დავით გაგნიძე და კახა მისირელი. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშებზე ე.წ. ხელზე გამაზვას ახდენდნენ, შემდეგ კი წარსულში ნასამართლევი ვატო ყიფიანის დახმარებით, მოქალაქეებს მოგებულ თანხას სძალავდნენ.
გაგნიძე, დემეტრაძე და მისირელი თანხის გადაცემის მომენტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულ სატელეფონო ჩანაწერებს ავერცელებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ სძალავენ ეჭვმიტანილები ფულს ერთ–ერთ მოქალაქე დავით ფეიქრიშვილს.“ – იტყობინებოდა ქართული მედია 2010 წლის 8 ივლისს.