კონკრეტულად საუბარია აკაკი ბობოხიძეზე. აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და სხვები გარეთ ვერ გამოდიან. მათ დასაცავად, სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს. სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები უკვე მობილიზებულები არიან შემთხვევის ადგილას და უმცირესობის უსაფრთხოებას ისინი იცავენ.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს პარლამენტის წევრების გეგმიური შეხვედრა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დარბაზი გადაჭედილია და პარლამენტარების გარდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
უმრავლესობიდან არიან: მანანა კობახიძე, ვახტანგ ხმალაძე, ზვიად ძიძიგური, ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები. უმცირესობას კი წარმოადგნენ: აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, მარიამ საჯაია, ნუგზარ წიკლაური.
შეხვედრაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. აკაკი მინაშვილის სიტყვით გამოსვლას შეძახილები მოჰყვა, _ როგორ გაბედე სიტყვით გამოსვლაო. აკაკი ბობოხიძეს კი დემაგოგი უწოდეს და მოსთხოვეს დარბაზის დატოვება. ბობოხიძემ პასუხად განაცხადა, _ არ გავჩერდებიო. უმრავლესობამ იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავებინათ და პარლამენტარებისთვის მუშაობის საშუალება მიეცათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბობოხიძე და მინაშვილი დარბაზიდან გავიდნენ და გვერდით ოთახში გადაინაცვლეს.