ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი, Netflix-ის ახალ სერიალში Fubar მთავარ როლს ასრულებს. ახლახანს პირველი ტრეილერიც გამოქვეყნდა. შვარცნეგერი 75 წლის გახლავთ, რომელიც ძალიან კარგ და ტრადიციულად, სპორტულ ფორმაშია.
აღსანიშნი ფაქტია, რომ მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ლეგენდა პირველად სერიალში მთავარ როლს ასრულებს. აქამდე მას მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის ცნობილ შოუებში, მხოლოდ ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული.
ყოფილი გუბერნატორისთვის ეს პირველი სატელევიზიო როლია. რაც შეეხება სხვა მხასიობებს, სერიალში შვარცენეგერის გარდა მონიკა ბარბარო, ჯეი ბარუშელი, ენდი ბაკლი და გაბრიელ ლუნა თამაშობენ.
Fuber-ის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი პროდიუსერიც თავად შვარცნეგერი გახლავთ.
პირველ სეზონში 8 სერიაა, სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის 25 მაისს არის დაგეგმილი.
არნოლდ ალოის შვარცნეგერი (კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი (2003 და 2011 წლებში). მრავალი პრესტიჟული ბოდიბილდინგის პრემიის ლაურეატი, მათ შორის ტიტულის “მისტერ ოლიმპია” 7-გზის გამარჯვებულია.
შვარცნეგერმა სახელი გაითქვა ფილმებით: „ბარბაროსი კონანი“, „ტერმინატორი“, „მტაცებელი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“.
beaumonde.ge