_ მთელი კატეგორიულობით მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ნაციონალური მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა და სასწრაფოდ აღიკვეთოს “ქართული ოცნების” ჩოხატაურის მაჟორიტარის თემურ ჭკუასელის აღვირახსნილი ქმედება! _ აღნიშნულია განცხადებაში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ თემურ ჭკუასელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებს შეხვდა. როგორც წყარო ამბობს, შეხვედრაზე საუბარი საკადრო ცვლილელებს შეეხებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაცია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ჭკუასელი სამსახურის უფროსებს და გამგებლის მოადგილეებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას აიძულებს.
ამ ინფორმაციას გატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თამაზ ჯინჭარაძე, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, ზეწოლა არავისზე არ მომხდარა და რამდენიმე სამსახურის უფროსმა წასვლის სურვილი თავად გამოთქვა.
რაც შეეხება თემურ ჭკუასელს, იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს მთელი დღეა არ პასუხობს.