ამის შესახებ ინფორმაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე უკვე განთავსდა სადაც წერია, რომ 11 იანვრის სხდომაზე, ცესკოში პოლიტიკური გაერთიანების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი პარტიული სიიდან ამოღებულ იქნა №13 – მარიამ დიდმანიძე, №14 – მიხეილ შილაკაძე და №15 – ლიანა ბაქანიძე.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დატოვებას ამ დღეებში დეპუტატი პეტრე სალუქვაძე აპირებს, რომელიც საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიიდან იყო შესული და მის ნაცვლად საკრებულოში სიით სწორედ მარიამ დიდმანიძე უნდა შესულიყო, თუ ის უარს იტყოდა შემდეგ მიხეილ შილაკაძე და ა.შ.