თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 2011 წლის სექტემბერში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და სასტიკად აწამეს. მას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღიარებას და თანამოაზრეების დასახლებას სთხოვდნენ. ცემისა და წამების შედეგად, ლონდარიძემ ხელი დაადო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს, რომელიც ციხის ჯალათებს წამების დროს შემოაკვდათ. სასტიკად აწამეს ამ საქმეზე დაკავებული არა ერთი პირი, მათ შორის რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი, რომელიც დღეს "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ არ ახსოვს ჯალათების სახელები, მაგრამ ფოტოებით მათი ამოცნობა შეუძლია: "ერთადერთი ადამიანი, რომლის ვინაობასაც ვიხსენებ, გამომძიებელი გოგიჩაიშვილია, რომელიც წაქცეულს წიხლებით მირტყამდა. ჩემი წამება თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა. წარმოგიდგენიათ _ ოფიციალურ სტრუქტურაში მუშაობდნენ ჯალათები, რომლებიც თვალების დათხრით, თითების მოჭრით, მოკვლით მემუქრებოდნენ," _ ამბობს გორელაშვილი.
ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს სერგეი ჩაპლიგინი, რომელსაც უშუალოდ ბაჩო ახალაიას სამუშაო კაბინეტში სცემეს. სასტიკად აწამეს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გიგაური, რომლის ადგილსამყოფელიც 1 კვირის განმავლობაში უცნობი იყო მისი ოჯახისთვის.
"8 დღის განმავლობაში ვეძებდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ დაკავებული ჰყავდათ. სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, აიპადი, ბავშვების ფოტოები… 8 დღის შემდეგ კი, ჩემი მეუღლე ცოცხალმკვდარი მოიყვანეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დააგდეს საწოლზე საშინლად ნაწამები, ნაცემი, აბსოლუტურად გალურჯებული. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ. ნიკოლოზი არც სერგო თეთრაძეს იცნობდა და არც სხვა ბრალდებულებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში გიგაურის მეუღლე.
დავით ლონდარიძეს წამებისა და ცემის შედეგად თვითმკვლელობა სცადა, ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა და რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა. დღეს ის "გურია ნიუსს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ არსად ჩივილს არ აპირებს, მაგრამ მაინც გაუჭირდება იმის პატიება, რაც მან და მისმა ოჯახმა გადაიტანა.
ამ თემაზე იხილეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიებები: http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6251:-qq-&catid=69:2010-11-25-16-48-11&Itemid=114;
http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6332:–q—-q&catid=89:2010-12-03-19-54-53&Itemid=139;
http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6549:-qq-q-q&catid=74:2010-11-26-08-07-22&Itemid=125.