საუბარია იმ აუდიო ფირზე, რომელზეც კურტანიძისა და სოფელ კაბალის გამგებლის ჯემალ ნიაზოვის საუბარია დაფიქსირებული.
“სპეციალურად ვნახე ფირი კურტანიძის მუქარასთან დაკავშირებით. მისი მუქარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა _ ეს შემიძლია გადაჭრით ვთქვა. სპეციალისტები იქნებიან თუ იურისტები, მოვუწოდებ, მათაც ნახონ ეს ფირი,” _ განაცხადა გადაცემა “აქცენტებში” მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის პოზიცია კურტანიძის პოლიციის აკადემიის პრორექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არ არის.