ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს მიროსლავა ნემცოვას და პირველ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბერგს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციის თემებს. აღინიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგები და ამ მხრივ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადგილობრივი პრესის (გაზეთები “ლიდოვე ნოვინი”, “მლადა ფრონტა დნე”) და რადიოს “თავისუფლება ” რედაქციის წარმომადგენლებს შეხვდა.



































































