18 საათზე, როცა ადვოკატმა მოიკითხა, თუ რატომ არ გადაეცათ მათ განჩინება, სასამართლოდან ასე უპასუხეს: "თქვენი პასუხი იქნება ხვალ".
როლანდ შონია, ადვოკატი: "სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმის გადაწყვეტას, დაარღვია ვადები. სამდღიანი ვადა სწორედ დღეს ამოიწურა და შუამდგომლობა უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ეს არის ჯერ კიდევ კუბლაშვილის დაქვემდებარებაში მომუშავე სასამართლო და დიდი კანონიერების დაცვა არცაა მათგან მოსალოდნელი. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი _ ამ გადაწყვეტილების გაჭიანურებაზე მოქმედებს ისიც, რომ სასამართლოს მენეჯერი შალვა კაჭარავა უკანონოდ დანიშნული გამგებლის, გოჩა ჭანტურიას ნათესავია.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სასამართლომ კანონიერად გადაწყვიტოს საკითხი და დაუყოვნებლივ შეუჩეროს უფლებამოსილება აბაშის გამგებელს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ არაერთი გამოძიებაა დაწყებული იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ჭანტურიას დანიშვნას მოჰყვა. როგორც ამბობენ, პასუხი იქნება ხვალ და ვნახოთ, რამდენად სამართლიანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება".