ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
“ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას 2013–2014 წლებში. დღესვე ხელი მოეწერა საბაჟო პუნქტების შესახებ ხელშეკრულებას,” _ ნათქვამია განცხადებაში.