ამასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“ვითარების გარკვევისა და რეაგირების მიზნით, საქმეში ჩაერთო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს და დადებს შესაბამის დასკვნას. სამწუხაროდ, გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა შიდა აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ითანამშრომლოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს საქმის შესწავლა.
აქვე, ვაცხადებთ, რომ სამინისტრო ღია და გახსნილია ყველა მედია საშუალებისა და ჟურნალისტისთვის და ნებისმიერ საკითხზე მზად არის მათთან სათანამშრომლოდ.” _ ნათქვამია განცხადებაში.