ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლევან ნინიძე შეხვედრის დეტალებს საიდუმლოდ ინახავს.
_ ბატონო ლევან, რა საკითხზე იყო საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან?
_მიმდინარე საკითხებზე.
_ კონკრეტულად?
_ რა ვიცი, აბა. ცოტა საიდუმლოებს ჩემთვისაც დავიტოვებ.
დეპუტატ თამაზ სალუქვაძის თქმით, ის შეხვედრას სოფლის საკითხებთან დაკავშირებით დაესწრო. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში დაახლოებით 15 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ რატომღაც მედიასთან არცერთმა მათგანმა არ ისურვა კონკრეტულად ესაუბრა თუ რაზე ისაუბრეს დეპუტატებმა და კოტე შარაშენიძემ.
კოტე შარაშენიძესაც დავუკავშირდით, მაგრამ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.