სასამართლოს კურიერმა ადვოკატ როლანდ შონიას ზუგდიდის აქციაზე ჩააბარა სასამართლოს პასუხი. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გამგებელს, გოჩა ჭანტურიას უფლებამოსილება არ შეუჩერა.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ახლა ისინი საჩივარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი რუხაძეს.
ირაკლი რუხაძე: "სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია ის, რომ სასამართლომ პასუხი 17 იანვარს ჩაგვაბარა 16 იანვრის რიცხვით. ეს დარღვევაა. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ახლა სააპელაციოში შეგვაქვს სარჩელი. დაველოდებით სააპელაციოს გადაწყვეტილებას და შემდეგ თუ სამართლიანობა კიდევ არ აღდგა, აქციები გაგრძელდება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სამართლიანობას".
ამ დროისთვის აბაშაში სიწყნარეა. აქციის მონაწილეები 20 იანვარს თბილისის დიდ აქციას შეუერთდებიან, ორშაბათიდან კი რაიონში განაახლებენ აქციებს.