შსს-ს განცხადებით: “დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედაში, სასულიერო პირი, მამა გაბრიელი და ვასილ წ. დანით რამდენიმე ადგილას დაჭრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, ბრალდებული, მომხდარიდან 20 წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი დ–ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.”