ნიკოლოზ მელიას სასამართლო პროცესი, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებენ, საქალაქო სასამართლოში, დღეს, 19:30 საათზე გაიმართება.
“გურია ნიუსი” ამბის გასარკვევად სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმსახურსაც დაუკავშირდა, სადაც აცნობეს, რომ ეს ფაქტი განპირობებული იყო სასამართლოს გადატვირთულობით. მათი განცხადებით, მოსამართლეები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ და უამრავი საქმეა შესული ამნისტირებულებთან დაკავშირებით. ამიტომ, როცა გამოიძებნა დრო, მაშინ ჩანიშნეს პროცესი. როგორ სასამართლოში გაგვიმარტეს, ერთ მოსამართლეს 200 საქმე აქვს განსახილველი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მელია დაკითხვაზე მოდულის შენობაში დაიბარეს და ბრალი სსკ-ის ორი მუხლით წაუყენეს: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ქონების გადამალვაში დახმარება.
მელია თავს დამნაშავედ არ ცნობს და არც წაყენებულ ბრალს აღიარებს. უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ რაიმე სახის კავშირი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში იღებდნენ მონაწილეობას.