აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ ორგანიზაციას "ერთსულოვნებას".
"შესრულდეს ხალხის მოთხოვნა _ გადადგეს არალეგიტიმური პრეზიდენტი," – ამბობდნენ ოზურგეთელები.
აქციის დასასრულს, ჭადრების ბაღში, "ნაცმოძრაობის" სიმბოლურ საფლავთან პრეზიდენტის დასაფლავების იმიტაციაც მოაწყვეს _ მკითხველის შევახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭადრების ბაღში, მიწაში ჩაფლული აბრა გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: "ნაციონალური მოძრაობის საფლავი, 2013 წელი".