შეხვედრა, როგორც გამგებლის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გვითხრა, თავდაპირველად დაგეგმილი იყო დღის პირველ ნახევარში, თუმცა, შეზღუდული დროის გამო გადაიდო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე რწმუნებულებს განცხადებებს დააწერინებდნენ სამსახურის დატოვების შესახებ, თუმცა შეხვედრა სულ სხვა მიმართულებით წარიმართა და საუბარი სოფლის პროგრამების თემას შეეხო.
ასე რომ, მოარული ხმები არ გამართლდა _ ეს ხმები მართლაც ჭორი იყო თუ გამგებლების მოხსნა შეხვედრაზე "გურია ნიუსის" გამოჩენის გამო აღარ შედგა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.