სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის მოსაზრება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თანდათან ვრწმუნდები, რომ ტყუილად ვიცემთ ხოლმე მუშტებს გულზე და ჩვენი ქართველობით თავი მოგვწონს. არა და არ იქნა ჩვენი ღირსეულ ერად ჩამოყალიბება. შეიძლება ჩამოყალიბებული ერი ვუწოდო ერს, რომლის წარმომადგენლებმაც ილია მოკლეს? კარგი, მეტყვით თითო გამყიდველი ყველა ერში შეიძლება იყოსო, მაგრამ, ხალხო, შეიძლება ერთი პრეზიდენტი მაინც ღირსეულად არ გავაცილოთ? ზვიადი გადავაგდეთ, შევარდნაძე გადავაგდეთ, მიშას არ ვაყენებთ… არ შეიძლება ამ ადამიანს ვაცალოთ თავისით წასვლა, გაკეთებულისთვის მადლობა ვუთხრათ და გასაკეთებელი კიდევ სხვას ვაცალოთ? პირველყოფილი ხალხივით მუშტებზე რომ ვიხედებით, ესაა ერი? ესაა ქვეყანა? მე მგონია ჩვენთვის მიშა ზედმეტი ფუფუნებაა, რადგანაც ჩვენ არაფერი გვესაქმება ევროპაში, ზუსტად “ოცნება” შეგვეფერება, რადგანაც ის სწორედ იმ საქართველოს დაგვიბრუნებს, სადაც ცოტა ხნის წინ ისევე სამეფო წესების დაცვით ასაფლავებდნენ კანონიერ ქურდებს, როგორც გუშინ მოსკოვში უსოიანი დაასაფლავეს.”